ფოთში მდინარე კაპარჭინაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ორდღიანი შეჯიბრება ჩატარდა

ფოთში მდინარე კაპარჭინაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში ორდღიანი შეჯიბრება ჩატარდა

ფოთში,მდინარე კაპარჭინაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს თასზე (II ეტაპი) შეჯიბრება გაიმართა. ორდღიან ტურნირში ა.ა.ი.პ.ფოთის სპორტული სკოლა, ა.ა.ი.პ.აბაშის სპორტული სკოლა, სპორტული კლუბი „მალთაყვა“, აბაშის სპორტული კლუბი „კოლხა-2016“ და სპორტული კლუბი „კაიაკი“ მონაწილეობდნენ. 

გამარჯვებული სპორტსმენები, საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ალანიამ, დიპლომებით მედლებით და თასებით დააჯილდოვა. საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენები, საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, ზაურ ჩერნიშოვი და ზურაბ კინტირაია, შეჯიბრების დასრულებისთანავე, სლოვენიაში გაემგზავრნენ , სადაც საერთაშორისო რეგატაში იასპარეზებენ. 8-12 აგვისტოს კი ქართველი ნიჩბოსნები ჩეხეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.


„მე შემიძლი ერთი ვთქვა, ჩვენ მივდივართ სწორი გზით, ბავშვების რაოდენობა იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სპორტი უფროდაუფრო პოპულარული ხდება. ძალიან დიდი სიხარულით შევხდვდით აბაშის გუნდს ოთხიანს, რომელმაც მოიგო. ანუ წინა შეჯიბრებასთან შედარებით, გაცილებით მეტი მედალი აიღო აბაშამ, მალთაყვის კლუბმაც კარგი შედეგი ანახა, მაგრამ აბაშის კლუბი ახალი დაფუძნებულია, წელიწადნახევარია რაც ფუნქციონირებს და ყველა მისი მიღწევა ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო. საერთო ჯამში ვთვლით რომ შეჯიბრება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩაიარა", -  განცხადა საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ალანიამ.

ოზურგეთში ხუთი დღით ადრე დაანონსებული "ნაცმოძრაობის" აქცია დაწყებიდან 1 საათში დასრულა

ოზურგეთში ხუთი დღით ადრე დაანონსებული "ნაცმოძრაობის" აქცია დაწყებიდან 1 საათში დასრულა

44 წამის წინ

ოპოზიცია გეგმავს ოზურგეთის ინციდენტს სხვადასხვა პერფორნანსით გამოეხმაურონ ოზურგეთის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს სხვა რეგიონების საკრებუოლოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები.  5 დღიანი შიმშილობა სამივე დეპუტატმა აქციის...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207