ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა "გახდი ოლიმპიელი 2018" დასრულდა

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა "გახდი ოლიმპიელი 2018" დასრულდა

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა მესამედ ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.

"გახდი ოლიმპიელი - 2018" წელს განსაკუთრებული მასშტაბით წარიმართა. თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის  200 სკოლის 1337 მოსწავლე მონაწილეობდა.

"ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის  პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. წელს ორმა მოსწავლემ ფინალურ ტურში ქულების თანაბარი რაოდენობა მიიღო და ამიტომაც გადავწყვიტეთ ორივე გამარჯვებულის - ირაკლი  სულამანიძის და  ანანო ბახტაძის დაჯილდოვება.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის  ხელშეწყობა და მომავალშიც არაერთ მასშტაბურ პროექტს გამოვუცხადებთ მხარდაჭერას, წავახალისებთ მომავალ თაობას და წვლილს შევიტანთ მათი განათლების საქმეში", განაცხადა ლიბერთი ბანკის  დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 17 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 17 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

2 საათის წინ

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 აგვისტოს 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224