კუკავა: ხელისუფლება არის დაყრუებული ზუსტად ისე, როგორც გირგვლიანის დროს იყო

კუკავა: ხელისუფლება არის დაყრუებული ზუსტად ისე, როგორც გირგვლიანის დროს იყო

ამის შესახებ "თავისუფალი საქართელოს" ლიდერი ტვ პირველთან საუბრისას აცხადებს. ის ეხმაურება დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქცია და ამბობს, რომ აქცია არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის აქცია და ყოფს მას სამართლიანი პროსტესტიგან.

"ჩვენ უნდა გავყოთ ის კონკრეტული აქცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე სამართლიანი პროტესტისგან, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში სარალიძის, დადუნაშვილის, მაჩალიკაშილის და სხვა ტრაგედიებთან დაკავშირებით. მე ამ ტრაგედიაში ვარ სარალიძის ამ ოჯახების მიმართ სოლიდარული. სანამ აქციები დაიწყებოდა ეს არაერთხელ გამომიხატავს. აქციებზეც ვიდექი პირველი ორი დღე, სანამ აქციები იმ ხასიათს შეიძენდა, რაც დღესაა.

ახლა რაც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის აქცია და მე არ გავაიგივებდი მას იმ პროტესტთან, რაც დაიწყო თავიდან , განაჩენის გამოცხადების დღეს, პროკურატურასთან. 

ჩვენ გვინდოდა ზაზასთან კომუნიკაცია, მაგრამ ამ ყველაფერმა ისეთ ფორმა მიიღო, რომ აქციის ორგანიზატორი პირველი დღიდანვე იყო ზვიად კუპრავა. მე ძალიან დელიკატურად გამოვთქვი საჯაროდაც, კულვარულადაც რჩევა თუ თხოვნა, კარგი იქნებოდა , რომ ამ გარემოებას რაღაცნაირად გაითვალისწინებდნენ, მაგრამ არ გაითვალისწინეს და თქვეს, რომ ეს არის მათი აქცია.

გარდა ამისა ამბობდნენ, რომ ეს აქცია 12 მაისის აქციის გაგრძელებაა მუდმივად ცდილობდნენ ამ აქციისთვის მიეცათ სხვა ხასიათი, რაც, ჩემი აზრით, მინიმუმ, ტაქტიკური შეცდომა იყო. ხალხი იქ მოვიდა უსამართლობის , სარალიძის და დადუნაშვილის მხარდასაჭერად და ამ მანკიერი ბოლომდე კორუმპირებული სასამართლოს და პროკურატურის სისტემის წინააღმდეგ. ამის გაიგივება სხვა საკითხებთან და იდენტიფიცირება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან იყო შეცდომა და გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. 

ხელისუფლება არის დაყრუებული ზუსტად ისე, როგორც გირგვლიანის დროს იყო. გიგა ბოკერია მაშინაც გვეუბნებოდა : ხომ ხედავ ხალხი არ გამოდისო... არ არის სწორი მეთოდი ხელისფლებამ მიტინგზე ადამიანები. თუ არის სწორი და სამართლიანი პროტესტი და თუ ამ გამოწვევას ხელისუფლება არ გასცემს ადეკვატურ პასუხს ის პროტესტი თავის კალაპოტს მონახავს - დღეს არა- ხვალ, რუსთაველზე არა - სხვა გამზირზე , ქუჩაში არა - არჩევნებზე. ეს დროის პროცესია. ხელისუფლებისთვის წულუკიანი არის ზუსტად ისეთივე პრობლემა, როგორიც იყო ადეიშვილი წინა რეჟიმის დროს. წულუკიანი ჩამოყალიბდა როგორც ადეიშვილი "-აცხადებს კუკავა.

თემები:
ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკაზე: პროცესი არ ფერხდება, მთავარია გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ

ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკაზე: პროცესი არ ფერხდება, მთავარია გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ

2 საათის წინ

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. “ჩვენი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ პოზიციას, რომელიც ეხება ადმინისტრაციული წესით ჯარიმის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხს. ეს სარჩელი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207