ლევან ხაბეიშვილი: შსს-ში ბრიყვები რომ მუშაობენ, დადასტურდა, არცერთი წუთი არ ვყოფილვარ დაკავებული

ლევან ხაბეიშვილი: შსს-ში ბრიყვები რომ მუშაობენ, დადასტურდა, არცერთი წუთი არ ვყოფილვარ დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტისას დააკავეს. თუმცა, ლევან ხაბეიშვილი დაკავებული არ არის, ის რუსთაველის გამზირზე იმყოფება და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“მელია არ დაგვიკავებიაო, ათობით კამერამ გადაიღო, რომ ამ ადამიანს მიათრევდნენ და ჩატენეს მანქანაში. ხაბეიშვილი დავაკავეთო და აგერ ვარ. არც ერთი წუთით ამ ტერიტორიიდან არ გავსულვარ. შსს-მ, სავარაუდოდ, წაიკითხა ის სია, რომელიც მას გადასცეს, ვინც უნდა დაეკავებინათ.
შარვალ-კოსტუმი ჩაიცვა კაცმა და მოყვა, ხაბეიშვილი დავაკავეო, საიდან და ვინ დაუწერა, რომ ხაბეიშვილი იყო იმ სიაში, მართლა ვერ გავარკვიე.
ეს ხალხო თუ ასე მუშაობს, და ასე აპირებს საქმეების გამოძიებას, რა თქმა უნდა, ვერასდროს ბოლოში ვერ გავლენ.
შსს-ში ბრიყვები რომ არიან, დადასტურდა.

არც ერთი წამით არ დავუკავებივარ. ნიკა მელია დააკავეს და ფეხებში, ქეჩოში მოკიდეს ხელი და მიათრევდნენ, თუმცა შსს-მ თქვა, რომ არ დაუკავებია.
თქვეს რომ დაკავებული ვარ, ასე მუშაობს გახარიას უწყება“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს არ აქვს ინფორმაცია, ახლა ნიკა მელია სად იმყოფება, თუმცა ამბობს, რომ ის დააკავეს და შემდეგ შსს-მ გამოუშვა.

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207