პეტრო პოროშენკო: ჩემი ოცნებაა, უკრაინა 2030 წლამდე ევროკავშირსა და ნატო-ს შეუერთდეს

პეტრო პოროშენკო: ჩემი ოცნებაა, უკრაინა 2030 წლამდე ევროკავშირსა და ნატო-ს შეუერთდეს

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მისი ოცნებაა 2030 წლამდე ევროკავშირსა და ნატო-ს შეუერთდეს. ამის შესახებ მან კიევში აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა,-ინფორმაციას "ინტერფაქს-უკრაინა" ავრცელებს.

"მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია განახორციელა, განადგურდა მთელი მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოების სისტემა, ერთადერთი ეფექტური მექანიზმი დარჩა - ნატო-", - განაცხადა პოროშენკომ.

მაისში უკრაინის პრეზიდენტმა მისი ხელმძვანელობის პერიოდში ქვეყანაში
მთავარ მიღწევებზე ისაუბრა და მთავარ წარმატებად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება დაასახელა.
„როდესაც გაერთიანებულნი ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება, ევროპაში დავბრუნდებით და ნატოში გავწევრიანდებით. შიდა სამუშაოები უნდა შევასრულოთ", - აღნიშნა პოროშენკომ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში

39 წუთის წინ

"შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088