შსს: ნიკა მელია თავისუფალია

შსს: ნიკა მელია თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით დაკავებულია საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. მათივე განმარტებით, აქციაზე ასევე აღვეთეს ნიკა მელიას სამართალდარღვევა, რომელიც ამ დროისთვის უკვე თავისუფალია. 

"რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დაკავებულია  9 პირი, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს. 

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც ასევე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ ადგილზე აღკვეთა ნიკანორ მელიას სამართალდარღვევა. პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია თავისუფალია",-განაცხადეს შსს-ში.   

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება

1 საათის წინ

ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება. ირაკლი კობახიძე, უკრიანელ და მოლდოველ კოლეგებთან -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207