გოგუაძე: აქციებში, სადაც მიშა სააკაშვილის კვალს ვხედავთ, მონაწილეობას ვერ მივიღებთ

გოგუაძე: აქციებში, სადაც მიშა სააკაშვილის კვალს ვხედავთ, მონაწილეობას ვერ მივიღებთ

ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ ტვ პირველთან განაცხადა.  

„სადაც არ უნდა იდგეს კარავი რუსთაველზე, ტროტუარზე თუ საერთოდ აიღებენ კარავს ქართულ ოცნებას ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს , რომ პრობლემა ამით ვერ გაუფერულდება და ვერ მოგვარდება. ეს პრობლემა ისეთი სამართლიანი და ისეთ მძაფრი, რომ კარვის მიხედვით ამ პრობლემის აღქმა არ შეიძლება.

ისინი შეიძლება ებრძოდნენ კარავს, მაგრამ ადამიანების სამართლიან პროტესტს კარვის მიხედვით ვერ გაზომავენ“-აღნიშნა გოგუაძემ.
მისივე თქმით, პროტესტი არ დაცხრება სანამ ხელისუფლება კონკრეტულ კითხვებს პასუხებს არ გასცემს, სანამ არ დააკავებს კონკრეტულ დამნაშავეებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ხორავას ქუჩის საქმე "შეკერეს". 

"ჩვენ დღესვე უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება , რომ დღესვე დაიწყოს სისტემური გარდაქმნა. ეს სისტემური გარდაქმნა სწორედ პროკურატურას ეხება, სწორედ სასამართლოს რეფორმას ეხება.

არეულობაში, სადაც შეიძლება მიშა სააკაშვილის კვალს ვხედავდეთ, რომლის ერთადერთი მიზანი ხელისფლებაში მოსვლა და არა სისტემური ცვლილებები. ასეთ აქციებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. პროტესტი გრძელდება, ვიქნებით ზაზა სარალიძის გვერდით, მაჩალიკაშვილის გვერდით“- აცხადებს ნინო გოგუაძე.

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

24 წუთის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა, სავარაუდოდ, პროტექციონიზმზე და თანამდებობების პირების ინტერესებზე მიუთთებს. "გუშინ გავაკეთე განცხადება...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156