გოგუაძე: ეს ხელისუფლება  უნდა ვაიძულოთ, რომ დღესვე დაიწყოს სისტემური გარდაქმნა

გოგუაძე: ეს ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ დღესვე დაიწყოს სისტემური გარდაქმნა

ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას,ტვ პირველთან საუბრისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროტესტი არ მანამ, სანამ ხელისუფლება არ გასცემს კონკრეტულ კითხვებს პასუხს და ხორავას ქუჩის საქმეში არ დააკავებს დამნაშავეებს.

„სადაც არ უნდა იდგეს კარავი რუსთაველზე, ტროტუარზე თუ საერთოდ აიღებენ კარავს ქართულ ოცნებას ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს , რომ პრობლემა ამით ვერ გაუფერულდება და ვერ მოგვარდება. ეს პრობლემა ისეთი სამართლიანი და ისეთ მძაფრი, რომ კარვის მიხედვით ამ პრობლემის აღქმა არ შეიძლება.

მათ შეუძლიათ დაშალონ კარავი, მაგრამ სანამ ასეთი უსამართლობა ხდება სახელმწიფოში ეს პროტესტი იქნება სამართლიანი და ეს პროტესტი არ ჩაცხრება. ისინი შეიძლება ებრძოდნენ კარავს, მაგრამ ადამიანების სამართლიან პროტესტს კარვის მიხედვით ვერ გაზომავენ“-აღნიშნა გოგუაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოში არის კრიზისი, მმართველობით კრიზისი და მოქალაქეები ვერ ნახავენ სიმართლეს, როდესაც სისტემა იწყებს უკანონო დავალებების შესრულებებს.

„ეს პროტესტი არ დაცხრება მანამ, სანამ ხელისუფლება არ გასცემს კონკრეტულ პასუხებს, სანამ არ წარმართავს გამოძიებას , სანამ არ დააკავებს კონკრეტულ დამნაშავეებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს დანაშაული გადაფარა და საქმე შეკერა. ამაში ეჭვია რავის არ გვეპარება.

მინდა მივმართო ხელისუფლებას - ნუ ჩაიდენს უკანონობას და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. უკანონობით პრობლემა არ გვარდება, თუმცა სამწუხაროდ, არც ამ ხელისფლებას არ შეუძლია კანონის შესაბამისად მოქმედება და ყველაფერი რაც ხდება ამის ბრალია.

ჩვენ დღესვე უნდა ვაიძულოთ ეს ხელისფლება , რომ დღესვე დაიწყოს სისტემური გარდაქმნა. ეს სისტემური გარდაქმნა სწორედ პროკურატურად ეხება , სწორედ სასამართლოს რეფორმას ეხება"- აცხადებს გოგუაძე.

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207