კასპში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო

კასპში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ კასპში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო. სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ -ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული, შპს „თბილი სახლი“ს მიერ არსებული შენობის დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

სასწავლებლის სამუშაოების ღირებულება 3 893 624 ლარია, საიდანაც 1 500 000 ლარი მიმდინარე წელს დაიხარჯება, ხოლო 2019 წელს 2 393 624 ლარი.

შენობის გარდა მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და ეზო, დაირგვება ნარგავები.

პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას.

პოლიციამ სოფელ ვარდისუბანში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

პოლიციამ სოფელ ვარდისუბანში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

24 წუთის წინ

გამოძიების ინფორმაციით, მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე, ლეგაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ რ. ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172