პოპულარული ყაზახური ტელევიზია 1+1 აჭარაში მოგზაურობის შესახებ გადაცემას აკეთებს

პოპულარული ყაზახური ტელევიზია 1+1 აჭარაში მოგზაურობის შესახებ გადაცემას აკეთებს

ყაზახეთის პოპულარული ტელეარხი 1+1 აჭარის შესახებ გადაცემას ამზადებს, რომლის მთავარი გმირიც პოპულარული ყაზახი მომღერალია. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა მომღერალთან ერთად აჭარაში გასულ კვირას იმოგზაურა და გადაცემის 10 მილიონამდე მაყურებელს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიმდინარე კვირაში გააცნობს. 

მთიანი აჭარის, ქართული ფოკლორის, სამზარეულოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გარდა, გადამღები ჯგუფი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობითაც დაინტერესდა. ქართული ხელოვნების ნიმუშების გაცნობის მიზნით ისინი ბათუმის ხელოვნების მუზეუმსაც სტუმრობდნენ. პოპულური ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.

ყაზახეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია რეგიონისთვის, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეკლამო ღონისძიებები გარე რეკლამას, აჭარაში მსხვილი ტურისტული სააგენტოებისა და ჟურნალისტები ჩამოყვანას, შედეგად კი აჭარის შესახებ გადაცემების, სტატიების, რეპორტაჟების მომზადებასა და კონკრეტული ტურისტული პაკეტების შემუშავებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარას რეკლამირებას ყაზახეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს. ჯამში, დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. 

ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაკავებულის გირაო შეეფარდა

ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაკავებულის გირაო შეეფარდა

20 წუთის წინ

სასამართლომ მოსამართლე ზვიად შარაძის თავმჯდომარეობით, დ.ლ-ს ს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 2 ათასი ლარის ოდენობით. გირაოს გადახდამდე დაკავებული საპატიმროში დარჩება. ცნობისათვის, მხარეებს შორის დაპირისპირება სოფელ ვარდისუბნის...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228