მალხაზ მაჩალიკაშვილი: კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ გამოგვაცალონ, გეგმები არ შეიცვლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ გამოგვაცალონ, გეგმები არ შეიცვლება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პანკისში სპეცოპერაციისას მოკლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქცია 18:00 საათზე განახლდება. მაჩალიკაშვილის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მისი და ზაზა სარალიძის მოთხოვნები არ დაკმაყოფულდება. 

"ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია დაშალონ. მე და ჩემნაირი გამწარებული ხალხი გააჩერონ. სიტყვის თქმის უფლება არ მისცენ, რომ არაადამიანური საქციელებით გააგრძელონ მოღვაწეობა. გეგმები არ შეიცვლება, კარავი კი არა, ამათ ფეხების ქვეშიდან მიწაც რომ წაიღონ, გეგმები არ შეიცვლება. აქციები ბოლომდე გაგრძელდება, სანა ჩემი და ზაზა სარალიძის მოთხოვნები არ იქნება სისრულეში მოყვანილი, ყველა ის ადამიანი, ვისაც მოვითხოვთ, დასჯილი იყოს.“- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

2 საათის წინ

მათი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება. 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207