საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა "კონფერენც დივიზიონი" მოიგო

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა "კონფერენც დივიზიონი" მოიგო

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში რაგბი ევროპის "კონფერენც დივიზიონი"  მოიგო და მომავალ წელს "ალაფაზე" ითამაშებს.

ჯაბა მალაღურაძისა და გიორგი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყეს, სლოვენიას 8 ლელო გაუტანეს და 50:10 დაამარცხეს. მეორე მატჩში ლუქსემბურგს 4 ლელო გავუტანეთ, საკუთარი ლელო ხელშეუხებელი შევინახეთ და მეტოქეს 24:0 ვძლიეთ, რითაც თასის მეოთხედფინალში თამაში დავიბევეთ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დანიის ნაკრებს შევხვდით და მეტოქემ 17:0 იმარჯვა, რის შემდეგაც ფლეი ოფში მეორე ადგილით გავედით.

გოგონებს ყველაზე დაძაბული მატჩი მეოთხედფინალში, სლოვაკეთთან ჰქონდათ, სადაც ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. მეტოქემ მატჩის მიწურულს ლელოს გაქვითვა შეძლო, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო და 7:5 ვიმარჯვეთ.

ნახევარფინალში გამარჯვება, ფინალში გასვლასთან ერთად, ‘ალაფაზე’ აღზევებას ნიშნავდა და გოგონებმა თამაში მონდომებით დაიწყეს, თავიდანვე 3 ლელო გაიტანეს და 19:5 გამარჯვებით გაიხარეს.

მიზანი მიღწეული იყო, თუმცა გოგონებმა ფინალური მატჩისთვის მობილიზება მოახერხეს, თურქეთს ორის წილ სამი ლელო გაუტანეს, 17:12 დაამარცხეს და გაისად რანგით მაღალ, მეორე დივიზიონში ითამაშებენ, რომელსაც ‘ალაფა’ ეწოდება.

ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდნენ:

თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარაშვილი, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე (ყველა თბილისი), თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი (სამივე ქუთაისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი).

ფრაზა "ეშმაკმა დალახვროს" ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარულია (ვიდეო)

ფრაზა "ეშმაკმა დალახვროს" ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარულია (ვიდეო)

2 საათის წინ

ლინეკერი არ აზუსტებს მისი ეს სიტყვები აღტაცების ნიშანია თუ იმედგაცრუების, მაგრამ ფაქტია, რომ მისთვის, ისევე როგორც მილიონობით ფეხბურთის მოყვარულისთვის, 82-ე წუთიდან უმცირესობაში დარჩენილი გერმანელების მიერ ბოლო წამებზე გატანილი გამარჯვების...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207