ზაალ უდუმაშვილი: დაკავებულია ირაკლი ნადირაძე და ნიკა მელია

ზაალ უდუმაშვილი: დაკავებულია ირაკლი ნადირაძე და ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე დააკავეს. ოპოზიციის წარმომადგელებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელია კარავთან მივიდა და პოლიციელებს ჰკითხა, რატომ არ უშვებდნენ მათ კარავში და რატომ იყვნენ თავად ადგილზე. აღნიშნულის შემდეგ, მელია ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ავტომობილთან გაჩერდა, რასაც სამართალდამცველებთან მცირედი დაპირისპირება მოყვა. 

"ირაკლი ნადირაძეს ველურებივით ებრძოდნენ, ნიკა მელიას 10 ადამიანი ურტყამდა და ისე ტენიდნენ მანქანაში. შეგახსენებთ, ესენი არიან დეპუტატები. ნიკა მელია არის პარლამენტის დეპუტატი, რომელიც იმუნიტეტით სარგებლობს. ასევე ათეულობით ადამიანი წაიყვანეს, ახლა ვადგენთ სიას, ზუსტად ვინ არიან დაკავებულები.

6 საათამდე ყველა ეს ხალხი იყოს რუსთაველზე! ჩვენი მოთხოვნა იყო ძალიან მარტივი, გადმოსულიყო ის მაღალჩინოსანი, რომელიც იყო მანქანაში, კონკრეტული შეკითხვებისთვის გაეცა პასუხები.

ამის მაგივრად პოლიციელები შემოგვისიეს, რომლებმაც დაიწყეს პირდაპირ ფიზიკური ანგარიშსწორება და ჩვენი თანამებრძოლების მოპარვა და გათრევა, რაც სტილად ექცათ მათ. გაგვანახევრეს 1 წუთში ვინც იქ ვიყავით, ეს არის ძალადობა საკუთარ ხალხზე, ყველა ცხვირს მოიმტვრევს", - აცხადებს უდუმაშვილი.

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

34 წუთის წინ

"მე არ მინდა რომ გავაჟღერო წინასწარ კითხვები და წინასწარ მოვამზადო დასაბარებელი პირები. კომისიის სხდომაზე ისეთი კითხვები დაისმება და ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც თქვენ პირველი რეაქცია გექნებათ გაკვირვების. როგორ შეიძლება, რომ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167