დევდარიანი: აქ ვარ, რათა კაცებისთვის და ქალებისთვის გასაგები იყოს, რა სტანდარტი არსებობს ამ თემაზე

დევდარიანი: აქ ვარ, რათა კაცებისთვის და ქალებისთვის გასაგები იყოს, რა სტანდარტი არსებობს ამ თემაზე

"სიდას" ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 12 პირის წინააღმდეგ 1896 გვერდიანი სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზვიად დევდარიანის განცხადებით, კი ის არ აპირებს მიიღოს ის მოცემულობა რომელიც დადგა. კერძოდ ის, რომ მისი თქმით, "ფეისბუქ ჯგუფები" იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა შევიწროებაა, ვინ მსხვერპლი და ვინ მოძალადეა.

"მე არ ვაპირებ მივიღო ის მოცემულობა, რომელიც დადგა, რომ "ფეისბუქ ჯგუფები" იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა არის შევიწროება, ვინ არის მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი. ეს ყველაფერი უნდა დგინდებიდეს კანონის შესაბამისად და კონკრეტული სახელმწიფო უწყებები არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ტიპის დადგენილება გადაწყვეტილებები მიიღოს. სამწუხაროა ის, რომ ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულნი, რომელებმაც ადამიანის უფლებების სახელით, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე შეტევა სწორედ ადამიანის უფლებებზე მიიტანეს.

მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რეპუტაციას, ოჯახს, შვილებს, ჩემ ყოფილ თანამშრომლებს. მე აქ ვარ სწორედ იმიტომ რომ სასამართლომ დაადგინოს სტანდარტი და არა მხოლოდ ზვიად დევდარიანის, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები კაცებისთვისაც და ქალებისთვის გასაგები იყოს თუ რა სტანდარტი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ყველა ის ადამიანი რომლის წინააღმდეგ შეგვაქვს სარჩელი, მოქმედებდნენ როგორც წითელი ინტელიგენციის საუკეთესო ტრადიციებით, როდესაც მტკიცებულებების გარეშე გამოჰქონდათ განაჩენი ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებით. ათეულობით წლებია ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგენლობას ვხედავთ, სამწუხაროდ არავინ ან ცოტა საუბრობს საზოგადოების ინდივიდუალური წევრების პასუხისმგებლობახე. სარჩელიც ამაზეა, სიტყვის თავისუფლების პირობებში მათ ზიანი მომაყენეს და ზიანი მიაყენეს ჩემს უფლებებს" - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

7 საათის წინ

"საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088