დევდარიანი 12 პირის წინააღმდეგ სარჩელზე: მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

დევდარიანი 12 პირის წინააღმდეგ სარჩელზე: მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

"სიდას" ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 12 პირის წინააღმდეგ 1896 გვერდიანი სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზვიად დევდარიანის განცხადებით, კი ის არ აპირებს მიიღოს ის მოცემულობა რომელიც დადგა. კერძოდ ის, რომ მისი თქმით, "ფეისბუქ ჯგუფები" იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა შევიწროებაა, ვინ მსხვერპლი და ვინ მოძალადეა.

"მე არ ვაპირებ მივიღო ის მოცემულობა, რომელიც დადგა, რომ "ფეისბუქ ჯგუფები" იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა არის შევიწროება, ვინ არის მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი. ეს ყველაფერი უნდა დგინდებიდეს კანონის შესაბამისად და კონკრეტული სახელმწიფო უწყებები არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ტიპის დადგენილება გადაწყვეტილებები მიიღოს. სამწუხაროა ის, რომ ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულნი, რომელებმაც ადამიანის უფლებების სახელით, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე შეტევა სწორედ ადამიანის უფლებებზე მიიტანეს.

მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რეპუტაციას, ოჯახს, შვილებს, ჩემ ყოფილ თანამშრომლებს. მე აქ ვარ სწორედ იმიტომ რომ სასამართლომ დაადგინოს სტანდარტი და არა მხოლოდ ზვიად დევდარიანის, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები კაცებისთვისაც და ქალებისთვის გასაგები იყოს თუ რა სტანდარტი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ყველა ის ადამიანი რომლის წინააღმდეგ შეგვაქვს სარჩელი, მოქმედებდნენ როგორც წითელი ინტელიგენციის საუკეთესო ტრადიციებით, როდესაც მტკიცებულებების გარეშე გამოჰქონდათ განაჩენი ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებით. ათეულობით წლებია ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგენლობას ვხედავთ, სამწუხაროდ არავინ ან ცოტა საუბრობს საზოგადოების ინდივიდუალური წევრების პასუხისმგებლობახე. სარჩელიც ამაზეა, სიტყვის თავისუფლების პირობებში მათ ზიანი მომაყენეს და ზიანი მიაყენეს ჩემს უფლებებს" - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

2 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207