მინისტრმა მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა

მინისტრმა მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან შალვა გოგოლაძესთან და მუხრან შამათავასთან, ასევე სპორტის დეპარტამენტის უფროს, ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, საქართველოს ბერძნულ/რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაცის ხელმძღვანელებს სამინისტროში შეხვდა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა.

„ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა, რომ დღეს სამივე ასაკობრივი კატეგორიის მოჭიდავეებს ერთად გმასპინძლობთ სამინისტროში, როგორც ეროვნული ნაკრების წევრებს, ასევე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს, მწვრთნელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, მსურს მოგილოცოთ საოცრად წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩეპიონატებზე, როგორც ეროვნული ნაკრების წევრებს, ასევე ახალგაზრდა და ჭაბუკთა ასაკის სპორტსმენებს.

მახარებს ის ფაქტი, რომ სამივე ნაკრებს გყავთ ევროპის ჩემპიონები, როგორც ბერძნულ/რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ჯამში 8 ჩემპიონი, მთლიანობაში კი სამივე სინჯის 35 მედალი ძალზე შთამბეჭდავი შედეგია და მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თავადადებისათვის როგორც პირადად თქვენ, ასევე თქვენს მწვრთნელებს და ზოგადად ჭიდაობის ფედერაციას წარმატებული მუშაობისთვის. გიდასტურებთ სამინისტროს სრულ მხარდაჭერას თქვენს მიმართ. ვიცი რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებების შემდეგ, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტურნირები გელით.

წინ გველის მსოფლიოს ჩემპიონატები სამივე ასაკობრივ კატეგორიაში, ასევე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, 2018 წლის მთავარი გამარჯვებები წინაა, თუმცა თქვენ უკვე იმდენად ძლიერი სტარტი აიღეთ, რომ მჯერა წლევანდელი წლის მიწურულს ისევ გაგვახარებთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ დიდ წარმატებებს უკვე მსოფლიოს მასშტაბით“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეხვედრაზე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მინისტრს სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის მასშტაბით მოპოვებული გამარჯვეების შემდეგ, 2018 წლის მნიშვნელოვან ტურნირებზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგიანად გამოსვლაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა მაისსა
და ივნისის თვეში გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე ჯამში 35 მედალი - 8 ოქროს, 6 ვერცხლის და 21 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ეროვნული ნკარების წვერებმა რუსეთის ქალაქ კასპიისკიში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო,
ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა (23-წლამდე) თურქეთის დედაქალაქ სტამბულში გამართულ ასაკობრივ პირველობაზე 11 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 7 ბრინჯაო, ჭაბუკთა ნაკრებმა კი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იჭიდავეს და 12 მედალს დაეუფლნენ - 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო.

ეროვნული ნაკრები
ევროპის ჩემპიონატი
30 აპრილი - 6 მაისი, კასპიისკი (რუსეთი)
ჯამში 12 მედალი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 8 ბრინჯაო

ბერძნულ/რომაული ჭიდაობა
6 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი 4 ბრინჯაო, გუნდური მე-2
1 ოქრო - რობერტ კობლიაშვილი (87 კგ)
1 ვერცხლი - შმაგი ბოლქვაძე (67 კგ)
4 ბრინჯაო - ნუგზარ წურწუმია (55 კგ), დავით ჩხარტიშვილი (60 კგ),
იური ლომაძე (72 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა
6 მედალი - 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო
2 ვერცხლი - ბექა ლომთაძე (61 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
4 ბრინჯაო - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ),
სანდრო ამინაშვილი (86 კგ, ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).

ახალგაზრდული ნაკრები
ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის
4-10 მაისი, სტამბული (თურქეთი)
ჯამში 11 მედალი - 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 7 ბრინჯაო

ბერძნულ/რომაული ჭიდაობა
5 მედალი - 3 ოქრო, 2 ბრინჯაო, გუდური მე-3
3 ოქრო - ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), ზვიად
პატარიძე (130 კგ)
2 ბრინჯაო - დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა
6 მედალი - 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო. გუნდური მე-3
1 ვერცხლი - ირაკლი მწითური (92 კგ)
5 ბრინჯაო - თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (70 კგ),
ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ)

ჭაბუკთა ნაკრები
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის
14-20 მაისი სკოპიე (მაკედონია)
ჯამში 12 მედალი - 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო

ბერძნულ/რომაული ჭიდაობა
5 მედალი - 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. გუნდური მე-2.
3 ოქრო - დიმიტრი ხაჩიძე (48 კგ), გიორგი თოხაძე (51 კგ),
გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ)
1 ვერცხლი - გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ)
1 ბრინჯაო - მათე გოქაძე (110 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა
7 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო, გუნდური მე-2
1 ოქრო - ბაგრატ გაგნიძე (71 კგ)
1 ვერცხლი - დავით აბდალაძე (55 კგ)
5 ბრინჯაო - გიორგი გეგელაშვილი (48 კგ), გიორგი ჭოლაძე (51 კგ),
ვლადიმერ გამყრელიძე (60 კგ), გიორგი ნებუნიშვილი (80 კგ), სოლომონ მანაშვილი (110 კგ).

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

2 საათის წინ

15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა მუსტაფა. 35 წუთზე ტუნისის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ფერჯანი სასიმ წონასწორობა 11 მეტრიანი დარტყმის შედეგად მოახერხა.  მეორე ტაიმში უპირატესობას ინგლისი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212