თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

თიბისი გალერეაში ესპანელ კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი თბილისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის - "თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში ეწვია, რომლის მიზანია თანამედროვე კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

საჯარო შეხვედრაზე ალბერტ სერამ თანამედროვე კინოს ტენდენციებზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. რეჟისორს მოდერატორობა პროექტ "თანამედროვე კინოს დიდოსტატების" იდეის ავტორმა და რეჟისორმა - ვახტანგ ჯაჯანიძემ გაუწია.

ალბერტ სერა ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე კინომეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა "კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი", "პერფორმანსი კინოში", "ფსიქიკური სხეული", "მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზი". მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: "ჩემი გარდაცვალების ამბავი", "ლუი XIV-ს გარდაცვალება" და "Birdsong". რეჟისორის ნამუშევრები კანის, ლოკარნოსა თუ ვენეციის კინოფესტივალების არაერთი ჯილდოს მფლობელია.

პროექტ "თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში დაგეგმილია XXI საუკუნის კინემატოგრაფიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ავტორების ჩამოყვანა მომავალში, როგორებიც არიან: მექსიკელი კარლოს რეიგადასი, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვერასეტაკული, ბერძენი იორგოს ლანთიმოსი, რუმინელი კრისტი პუიუ, არგენტინელი ლუკრეცია მარტელი, პორტუგალიელი პედრუ კოშტა, რუსი ანდრეი ზვიაგინცევი, შვედი რუბენ ოსტლუნდი, იტალიელი მატეო გარონე და სხვები.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

22 ივნისი, 2018

ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი  იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე. საქართველოს ბანკისა და "მეღვინეობა ვაზიანის"...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207