ზვიად დევდარიანმა თამარ ჩერგოლეიშვილს, ნინო დანელიას, ბაიია პატარაიას და კიდევ 9 პირს უჩივლა

ზვიად დევდარიანმა თამარ ჩერგოლეიშვილს, ნინო დანელიას, ბაიია პატარაიას და კიდევ 9 პირს უჩივლა

"სიდას" ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 12 პირის წინააღმდეგ 1896 გვერდიანი სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.  

"მოვუწოდებ სარჩელის ადრესატებს, ვისაც ახლა დავასახელებ ყოველგვარი ინსინუაციებისა და სოციალურ ქსელში ბრალდებების გარეშე, მობრძანდებდნენ სასამართლოში და გავარკვიოთ მტყუან-მართალი. ეს არის პრეცედენტული საქმე, იწერება ისტორია, სასამართლოს ჯერ მსგავსი გადაწყვეტილება არ გამოუტანია და ეს იქნება წყალგამყოფი ძალიან პრინციპული "ქეისი", რომლის მიხედვითაც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, უნდა გავიზარდოთ.

მოპასუხე არის 12 პირი, აქედან თავს უფლებას მივცემ დავასახელო 8 პირი, არ დავასახელებ იმ ე.წ  მსხვერპლებს მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული უფლება გამაჩნია, რადგან სახალხო დამცველმა ოფიციალურად ჩამაბარა ეს გვარები, ჩვენ მაინც ვუფრთხილდებით მათ პირად ცხოვრებას, მათ უკან ოჯახებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია საჯარო სივრცეში მათი გვარები დავასახელო, რომ ყოველგვარი უხერხულობა ავიცილოთ. 

ისინი მობრძანდებიან სასამართლოში და არ არის გამორიცხული, სასამართლო პროცესის დახურვა მოვითხოვოთ ამ მოტივით, ვინაიდან ჩვენთვის ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, ადამიანის პირადი ცხოვრება ღირებულია. მოპასუხეები არიან თამარ ჩერგოლეიშვილი, ბაბუცა პატარაია, ნინო დანელია, თამარ ყურაშვილი, თამარ კაკაბაძე, იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი და ინტერნეტ-გამოცემა "ტაბულა",-",-განაცხადა ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.    

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ უჩივის ზვიად დევდარიანი მედიას, კონკრეტულად კი "ტაბულას", მისმა უფლებების დამცველმა განმარტა:

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი მოითხოვს ფორმალურად მითითებული იქნას ის მედიასაშუალება, რომლითაც უნდა მოხდეს ცნობების უარყოფა. აქედან გამომდინარე, გავრცელებული ცრუ ცნობები, რომელმაც შელახა ზვიად დევდარიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, უნდა მონაწილეობდეს პროცესში ერთ-ერთ მხარედ. ხაზს ვუსვამ, ჩვენ არცერთ მედიასთან, მათ შორის ტაბულასთან, როგორც მედიასთან არ გვაქვს პრეტენზია, უბრალოდ ეს არის კანონის ფორმალობა".  

ნაზი ჯანეზაშვილი: გიორგი მიქაუტაძე ცდილობს უვადოდ მოირგოს მოსამართლის მანტია

ნაზი ჯანეზაშვილი: გიორგი მიქაუტაძე ცდილობს უვადოდ მოირგოს მოსამართლის მანტია

14 წუთის წინ

"ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობს მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსში. გიორგი მიქაუტაძეს მოსამართლის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წელს. ცხადია, რომ...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172