ყაზბეგსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  ნაკეთობები აღმოაჩინეს

ყაზბეგსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

8 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ზ.ნ-ს, 4,743.67 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროსა (წონა 63 გრამი) და ვერცხლის (წონა 814 გრამი) ნაკეთობები, ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,ფულადი ჯარიმა, 4,743.67 ლარის ოდენობით შეეფარდა.

არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის, კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, 9 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კ.კ-ს, კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, არადეკლარორებული ოქროს (101.92 გრამი) ვერცხლისა (19.3 გრამი) და პლატინის (7.1 გრამი) ნაკეთობები, ასევე, ოქროს მონეტა (7.97 გრამი) და ბიჟუტერია (9.06 გრამი) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის (საერთო წონა 145.35 გრამი) საბაჟო ღირებულებამ 12,624.80 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,ფულადი ჯარიმა,
12,624.80 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

14 საათის წინ

შეგახსნებთ, 2018 წლის 19 სექტემბერს "რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი, "სიგარეტის ბაზრის გახლეჩვა" - "კურიერმა" ხელისუფლების რეკეტის დოკუმენტური დადასტურება, ე.წ. წესდება მოიპოვა", სადაც საუბარია იმაზე, რომ "კურიერმა" მოიპოვა წესდება, რომლის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273