დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაგეგმილი შეხვედრის განსახილველი თემები ცნობილია

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაგეგმილი შეხვედრის განსახილველი თემები ცნობილია

სინგაპურში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებაზე ისაუბრებენ. ამის შესახებ KCNA-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„შეხვედრისას კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული დენუკლეარიზაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება“,-ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი მოსაზრებებს გაცვლიან იმ საკითხებზე, რომელიც მათი ინტერესის საგანია. 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა 12 ივნისსაა დაგეგმილი. ისინი ერთმანეთს სენტოსის კუნძულზე სასტუმრო Capella-ში შეხვდებიან. პირველი სინგაპურში კიმ ჩენ ინი ჩავიდა. ის სასტუმრო St. Regis-ში დარჩა. დონალდ ტრამპი სინგაპურში 10 ივნისს ჩავიდა.
CNN- ის ცნობით, ორშაბათს, 11 ივნისს, სამიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის ლიდერები ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობებს, კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცებისა და რეგიონის დენუკლეარიზაციის საკითხს განიხილავენ.

ოპოზიცია: ბრიტანეთის მთავრობა კოლაფსის ზღვარზეა

ოპოზიცია: ბრიტანეთის მთავრობა კოლაფსის ზღვარზეა

28 წუთის წინ

მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობა მზადაა, მხარი დაუჭიროს მეორე რეფერენდუმის გამართვის იდეას Brexit-ის ან ვადამდელი არჩევნების შესახებ, თუკი პარტიის წევრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. "ეს მთავრობა კოლაფსის ზღვარზეა, ჩვენ შეიძლება...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172