სასამართლომ მერაბ მორჩაძეს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ მერაბ მორჩაძეს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული მერააბ მორჩაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. 

"საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.მ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), ხოლო მ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თემები:
ნაზი ჯანეზაშვილი: გიორგი მიქაუტაძე ცდილობს უვადოდ მოირგოს მოსამართლის მანტია

ნაზი ჯანეზაშვილი: გიორგი მიქაუტაძე ცდილობს უვადოდ მოირგოს მოსამართლის მანტია

21 წუთის წინ

"ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობს მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსში. გიორგი მიქაუტაძეს მოსამართლის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წელს. ცხადია, რომ...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172