ტრამპი ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს

ტრამპი ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო!

პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გილოცავთ დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს. საქართველო უძველესი და ულამაზესი ისტორიის მქონე შესანიშნავი ქვეყანაა. მას ბევრჯერ შეუტანია წვლილი დასავლურ კულტურაში - მათ შორის, მუსიკაში, არქიტექტურასა და კულინარიაში. 

თქვენი ჯარისკაცები გაბედულად იბრძვიან და თავს სწირავენ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთსა და ერაყში.

ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ჩვენს ორ დიდებულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების პირობებში ველი ჩვენი ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობათა გამოვლენასა და გამოყენებას", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

21 წუთის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა, სავარაუდოდ, პროტექციონიზმზე და თანამდებობების პირების ინტერესებზე მიუთთებს. "გუშინ გავაკეთე განცხადება...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156