კიმ ჩენ ინმა სინგაპურს დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა

კიმ ჩენ ინმა სინგაპურს დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მადლობა გადაუხადა სინგაპურის მთავრობას "გულწრფელი თანამშრომლობისთვის", ასევე აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეის სამიტისთვის ყველა პირობებისა და კომფორტის უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებშიც ის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა სინგაპურის პრემიერმინისტრ ლი სიანლუნასთან შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც სააგენტო აღნიშნავს, მათი შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა. შეხვედრის დროს კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ იგი სიამოვნებით ეწვია სინგაპურს და მას "ბრწყინვალე და ლამაზი" უწოდა. ამასთან, სინგაპურის პრემიერმინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კორეის ნახევარკუნძულისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება აშშ-ის ჩრდილო-სამიტის ჩატარება, რაც მისი შეფასებით ისტორიული მოვლენაა.
არსებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინსა და სინგაპურის პრემიერს შორის შეხვედრა "მეგობრულ და ხელსაყრელ გარემოში" შედგა.

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა 12 ივნისსაა დაგეგმილი. ისინი ერთმანეთს სენტოსის კუნძულზე სასტუმრო Capella-ში შეხვდებიან. პირველი სინგაპურში კიმ ჩენ ინი ჩავიდა. ის სასტუმრო St. Regis-ში დარჩა. დონალდ ტრამპი სინგაპურში 10 ივნისს ჩავიდა.
CNN- ის ცნობით, ორშაბათს, 11 ივნისს, სამიტის ფარგლებში ორივე ქვეყნის ლიდერები ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობებს, კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცებისა და რეგიონის დენუკლეარიზაციის საკითხს განიხილავენ.

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინძო აბე კვლავ თავმჯდომარედ აირჩია

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინძო აბე კვლავ თავმჯდომარედ აირჩია

49 წუთის წინ

ხმის მიცემის დროს შინძო აბეს მხარი 510-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს, იაპონელ პოლიტიკოსს სიგურუ ისიბას - 254-მა. ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მთავრობას 2021 წლამდე შინძო აბე უხელმძღვანელებს, თუ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია კვლავ...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156