გუდაურში, რუსეთის 2 მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 4 პირი დააკავეს

გუდაურში, რუსეთის 2 მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 4 პირი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ. ზ., 1987 წელს დაბადებული გ. ზ., 1982 წელს დაბადებული გ. ჯ. და 1980 წელს დაბადებული ვ. ბ. ჯფურუად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს.

გამოძიება ჯგფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში

ზუგდიდში ჩაის სახლი "ალერტი" შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

ზუგდიდში ჩაის სახლი "ალერტი" შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

1 საათის წინ

წინასწარი ინფორმაციით წაღებულია 500 ლარი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 179 მუხლით, რაც ყაცაღობას გულისხმობს.

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167