სასამართლომ მირზა სუბელიანს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ მირზა სუბელიანს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირის, მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამშრომელის მირზა სუბელიანისა და მიხეილ მოდებაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. 

"საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.მ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), ხოლო მ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს", - ნათქვამია  მთავარი პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შსს-ს გამომძიებელი: დამაბრალეს თითქოს ჩემს ჯგუფთან ერთად ხორავას ქუჩაზე ფარდული დავანგრიე

შსს-ს გამომძიებელი: დამაბრალეს თითქოს ჩემს ჯგუფთან ერთად ხორავას ქუჩაზე ფარდული დავანგრიე

47 წუთის წინ

„თითქოს დამაბრალეს მე, რომ მირზა სუბელიანმა აღმადგინა სამსახურში და ჩემს ჯგუფთან ერთად მე გავანადგურე ეს ფარდული.  თითქოს მე გაგდებული ვიყავი სამსახურიდან და აღმადგინა მირზა სუბელიანმა.  ვაცხადებ, საერთოდ არ ვიცნობ მირზა სუბელიანს...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207