რაფაელ ნადალი როლან გაროსის 11-გზის ჩემპიონია

რაფაელ ნადალი როლან გაროსის 11-გზის ჩემპიონია

ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ფინალში დომინიკ ტიმი სამ სეტში - 6:4, 6:3, 6:2 დაამარცხა და კარიერაში, როლან გაროსი მეთერთმეტეჯერ მოიგო, რაც ამ ტურნისი ისტორიაში რეკორდული შედეგია.

შეხვედრამ 2 საათსა და 44 წუთს გასტანა.

ნადალმა ამ მოგებით, დიდი სლემის ტურნირი კარიერაში მეტექვსმეტედ მოიგო და როჯერ ფედერერის რეკორდის გამეორებამდე ორი მოგება აშორებს.

საფრანგეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 43 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე ტური სრულდება

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე ტური სრულდება

1 საათის წინ

დღეს მეორე ტურის ბოლო 3 თამაში გაიმართება. მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები პანამის დამარცხებას შეეცდება, მატჩი 16:00-ზე დაიწყება. თუ ინგლისელებმა გამარჯვება მოახერხეს ჯგუფში ყველა ინტრიგა კვდება და მერვედფინალში ბელგია და ინგლისი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207