კუპრავა: სისტემა მაშინ დაინგრევა, როცა თეა წულუკიანი და გიორგი გახარია წავა სახლში

კუპრავა: სისტემა მაშინ დაინგრევა, როცა თეა წულუკიანი და გიორგი გახარია წავა სახლში

"ტაში და დიდი მადლობა ზაზა სარალიძეს, ტაში და დიდი მადლობა მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომ ამ ადამიანებმა გააშიშვლეს ეს სისტემა ბოლომდე" - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე #ნუმომკლავ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა. 

"ამ ადამიანებმა შეძლეს ის ვინც ვერავინ შეძლო დღემდე, რომ არა ეს ადამიანები კიდევ ვინ იცის რამდენ შვილს მოკლავდნენ, კიდევ ვინ იცის რამდენი დის, რამდენი შვილის, რამდენი ძმის მოკვლა ჰქონდათ განზრახული.  ჩვენ დღეს ვახერხებთ და სისტემა გარკვეულწილად გვაქვს შეჩერებული, ამას ზაზა და მალხაზი ახერხებს, მაგრამ სისტემა არ არის დანგრეული, სისტემა უნდა დინგრეს! 

ზაზამ კარგად განმარტა რას ნიშნავს სისტემის ნგრევა, როდესაც სისტემის ავანგარდში მყოფი თეა წულუკიანი(იუსტიციის მინისტრი) წავა, სისტემის ნგრევა დაიწყება მაშინ, როდესაც თეა წულუკიანის გვერდში მდგომი გიორგი გახარია(შს მინისტრი) წავა სახლში, სისტემა მაშინ დაინგრევა", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

3 საათის წინ

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  პირველი ნაწილით დაიწყო. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207