პროკურატურამ სასამართლოს მირზა სუბელიანისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს მირზა სუბელიანისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა

პროკურატურამ მთავარი პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს ხორავს ქუჩაზე მომდარი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალის წარუდგინა  და სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

"საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.მ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), ხოლო მ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შსს-მ  ბოლო პერიოდში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალლდებით 6 პირი დააკავა

შსს-მ ბოლო პერიოდში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალლდებით 6 პირი დააკავა

14 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212