ალეკო ელისაშვილი: მთაწმინდაზე, სადაც ხეებს ჩეხავენ, გივი თარგამაძის ძმა აშენებს კორპუსს

ალეკო ელისაშვილი: მთაწმინდაზე, სადაც ხეებს ჩეხავენ, გივი თარგამაძის ძმა აშენებს კორპუსს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მთაწმინდაზე ტვერელის ეკლესიასთან გივი თარგამაძის ძმა მშენებლობას გეგმავს. დეპუტატი ამბობს, რომ მშენებლობსითვის საჭირო ნებართვები უკვე გაცმეულია და ადგილზე ამჟამად ხეებს ჭრიან. 

„აიპრესთან“ საუბრისას ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ადგილი სადაც ხეები იჭრება და შენობა უნდა აშენდეს, მეწყერსაშიშია.

„ტვერელის ეკლესიასთან რამდენიმე დღეა ჩეხავენ ხეებს. ივლისის ბოლოს არის სამშენებლო ნებართვა გაცემული, მერე როგორც სჩანს ხეების მოჭრის ნებართვაც გასცეს, თან მავნებლური დათქმით, რომ აი აქ მოვჭრი და სადღაც გლდანში ორჯერ მეტს დავრგავ. ეს ძალიან აბსურდია ამ დათქმით არის ნებართვები გაცემული და დაწყებულია იქ კორპუსის მშენებლობა. აშენებს გივი თარგამაძის ძმა, რომელიც დეველოპერი ყოფილა ყველაფერთან ერთად. „არტ სტუდიო პროექტი“ ჰქვია კომპანიას.

ფერდობი მეწყრულია, ხეები მოიჭრა, ხედი იკეტება მთაწმინდიდან, ამას გარდა ეს ადგილი არის გასანიავებელი ადგილი, მთაწმინდიდან წამოსული ჰაერი ჩამოდის რუსთაველზე და მტკვრამდე. როცა ასეთ შენობებს აშენებენ, ეს ჰაერი გუბდება ამ ადგილას. მეტი რაღა საძაგლობა უნდა მოხდეს.

როგორც სჩანს ასეთი ხალხი მოხერხებული ხალხია ყველას და ყველაფერს რომ ერგებიან. „ქართული ოცნება“ გამოვა და შენ რომ რამეს იტყვი იქით გაბრალებენ ნაციონალობას და ქვეყნის დაქცევას და თვითონ მშვენივრად კუსკუსებენ წინა ხელისუფლების ხალხთან. არ ვიცი, ეტყობა ვისთანაც მისატანი იყო მიიტანა, ვისთანაც ჩასაწყობი იყო ჩააწყო. ძალიან მაინტრესებს „ქართული ოცნება“ რომ გამოდის და გულზე მჯიღს იტყამს და პროტესტი არ მაქვს გამოთქმული ათას სისაძაგლეს მაბრალებენ, ეხლა გამოვიდნენ და განმარტონ რა ჰქვია მაგ ამბავს.

ნარმანიას მერიამ მოხერხებულად გადმოიღო გიგი უგულავას ერთი ტრადიცია, რომ ყველა საძაგელ სამშენებლო ნებართვებს უგულავას მერია გასცემდახოლმე ივლისში და აგვისტოში. ეს იმირომ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გვიან გაიგოს, უკვე ფაქტის წინაშე დადგეს, ნახევრად აშენებული შენობა რომ დახვდეს, ქალაქი რომ დაცლილია და პროტესტი არ გამოთქვან “,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

7 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080