კუპრავა: არ ვიცი უდესიანის შვილი იყო თუ ვინ - კუპრავას შეხვედრა  უდესიანის შვილთან (ვიდეო)

კუპრავა: არ ვიცი უდესიანის შვილი იყო თუ ვინ - კუპრავას შეხვედრა უდესიანის შვილთან (ვიდეო)

გუშინ სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, დღეს კი ვიდეო, სადაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზვიად კუპრავას და გია უდესიანის შვილის შეხვედრის კადრებია აღბეჭდილი.  ვიდეოზე ჩანს, რომ ზვიას კუპრავამ ხელი ჩამოართვა, ჩანთა გამოართვა, მაგრამ ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იცის ვინ იყო და ვისი შვილი.

"აიპრესის" შეკითხვაზე, ბატონო ზვიად როდესაც თქვენ საქართველოში დაბრუნდით, აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადეთ, რომ ტიბეტში იყავით და დალაი ლამას შეხვდით, გუშინ გავრცელებული ფოტოთი კი თქვენ გია უდესიანის შვილთან გქონდათ შეხვედრა, ანუ გია უდესიანის შვილია დალაი ლამა?

რა თქმა უნდა, რაც აეროპორტში ვთქვი, ხუმრობა იყო და იმედია მიხვდით. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, მათ შორის ძალიან ბევრ ქართველს, ძალიან ბევრმა იცოდა და ძალიან ბევრმა მხარდაჭერა გამოგვიცხადა და გვეუბნებიან, რომ თქვენს გვერდით ვართო, სამართლიანობის აღდგენისკენო.

ანუ უდესიანის შვილთან შეხვედრას ადასტურებთ?

არ ვიცი უდესიანის შვილი იყო, თუ ვისი შვილი იყო, უამრავი ადამიანი მოვიდა ჩემთან. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა უცნობი, მე მივდიოდი კონკრეტულ შეხვედრაზე და არა უდესიანის შვილთან შეხვედრაზე, თუ ეს უდესიანის შვილი იყო არც ვიცი, ვინ იყო და რა იყო. მითხრა ადამიანმა სახელი, რა პრობლემაა. ქართველები მსოფლიოს ყველა ქვეყანში არიან.

კონკრეტულად ვის შეხვდით, შეგიძლიათ დაასახელოთ?

ბუნებრივია, სახელებს ნამდვილად ვერ დავასახელებ. ხომ ვთქვი, ვის შევხვდი, ხომ ვთქვი პირთა ჯგუფი დაახლოებით ვინც უნდა იყოს - განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, 2016 წლის 5 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, გიორგი უდესიანისა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

3 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212