დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად სინგაპურში ჩაფრინდა

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად სინგაპურში ჩაფრინდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი სინგაპურში დაეშვა, სადაც პირველად ისტორიაში, აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების სამიტი ჩატარდება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უკვე სინგაპურში იმყოფება. თვითმფრინავის დატოვების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ავტომობილში ჩაჯდა და სასტუმროში გაემგზავრა. მისი კორტეჟი 35 ავტომობილისგან შედგებოდა.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სენტოსის კუნძულზე 12 ივნისს უნდა შედგეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპს კიმ ჩენ ინთან პირადი საუბარიც სურს, სადაც ორი ქვეყნის ლიდერების გარდა მხოლოდ თარჯიმნები იქნებიან.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ირანის წინააღმდეგ სანქციები ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილებას ეხება

სახელმწიფო დეპარტამენტი: ირანის წინააღმდეგ სანქციები ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილებას ეხება

2 წუთის წინ

ჰუკის განმარტებით, ამ გზით ვაშინგტონს სურს ირანმა ის რესურსი დაკარგოს, რომელიც ტერორისტების დაფინანსებას ხმარდება. "სწორედ ეს არის მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის მიზანი", - განაცხადა აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელმა. სახელმწიფო...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452