სომხეთის პრემიერმინისტრი, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთს ეწვევა

სომხეთის პრემიერმინისტრი, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთს ეწვევა

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომდევნო კვირაში მოსკოვს ესტუმრება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგბარ მნაცაკანიანმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფაშინიანი რუსეთში, 14 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაესწრება.

ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა სოჭში, მაისის თვეში შედგა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში არსებობს კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობის განვითარება აუცილებელი პირობაა.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრი 8 მაისს გახდა.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

6 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167