ნიკა კენჭაძემ და გივი მაჭარაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ნიკა კენჭაძემ და გივი მაჭარაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სტამბოლში მიმდინარე 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გიორგი სულავას (70კგ) მხარი აუბეს და ბრინჯაოს მედლები მოპოვეს ნიკა კენჭაძემ (79კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97კგ).

ნიკამ მასპინძელი მუჰამეტ კუჩუკულდირიმი დაამარცხა ანგარიშით 4:2, ხოლო გივიმ უკრაინელ ოლექსანდრ ბიკინოვს პირველივე პერიოდში მოუღო ბოლო - აშკარა უპირატესობით (11:0) სძლია მას.

ხვალ, ჩემპიონატის დასკვნით დღეს, თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ), ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და როლანდ ანდრიაძე (125კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ, ხოლო ირაკლი მწითური (92კგ) ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვთან.

დავით კაკუშაძე ამერიკაში ითამაშებს

დავით კაკუშაძე ამერიკაში ითამაშებს

2 საათის წინ

Brewster Academy ამერიკულ სკოლებს შორის სპორტში ერთ-ერთი წარმატებულია. ეს სკოლა დაამთავრა "იუტა ჯაზის" ვარსკვლავმა დონოვან მიტჩელმა, რომელიც შარშნ, პირველივე სეზონში საშალოდ 20 ქულაზე მეტს იღებდა. Brewster Academy-ს სხვა სტუდენტები, რომლებიც კარგი...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088