გიორგი სულავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გიორგი სულავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სტამბოლში 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფინალურ ბლოკში მედლისთვის მებრძოლი სამი ქართველიდან ერთი, გიორგი სულავა (70კგ) უკვე გამოვიდა ხალიჩაზე. 

გიორგიმ გუშინ მსაჯების აშკარა მიკერძოების და შეხვედრის ბოლოს მცირეოდენი მოდუნების გამო თურქს ანგარიშის გათანაბრების და ბოლო ილეთის უპირატესობის გამო დაუთმო მოგება. დღეს მან გაითვალისწინა გუშინდელ შეცდომა და შეხვედრის ბოლო წუთზე სოლიდური უპირატესობის (6:0) მქონემ, უაღრესად გააქტიურებულ მეტოქეს მიახლოების და ილეთის ჩატარების შანსი არ მისცა. მან შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა (7:3) და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის 79კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძე თურქ მუჰამეტ კუჩუკულდირიმთან იჭიდავებს, ხოლო 95 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი უკრაინელ ოლექსანდრ ბიკანოვს დაუპირისპირდება.

დღეს ასპარეზობაში ჩაბმული ხუთ ქართველიდან კი, ხვალ სამი - თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ), ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და როლანდ ანდრიაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო ირაკლი მწითური (92კგ), რომელმაც ჯერ ბელარუსელი ალექსეი რუძიანოკი დაამარცხა (8:1), შემდეგ მასპინძელი სემი იაზიჩი (5:2), ნახევარფინალში კი შვეიცარელ სამუელ შერერს (4:0) სძლია, ასევე ხვალ, ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ შამილ ზუბაილოვს შეხვდება.

დავით კაკუშაძე ამერიკაში ითამაშებს

დავით კაკუშაძე ამერიკაში ითამაშებს

2 საათის წინ

Brewster Academy ამერიკულ სკოლებს შორის სპორტში ერთ-ერთი წარმატებულია. ეს სკოლა დაამთავრა "იუტა ჯაზის" ვარსკვლავმა დონოვან მიტჩელმა, რომელიც შარშნ, პირველივე სეზონში საშალოდ 20 ქულაზე მეტს იღებდა. Brewster Academy-ს სხვა სტუდენტები, რომლებიც კარგი...

USD 2.6188
EUR 3.0593
GBP 3.4414
TRY 0.4088