8 ივნისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

8 ივნისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 8 ივნისს კახეთის რეგიონში 370 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა,რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

8 ივნისს დღის მეორე ნახევარში,სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 16:30 საათიდან საღამოს 17:45 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 70 ერთეულამდე რაკეტა. 

აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა. 

პოლიციამ სოფელ ვარდისუბანში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

პოლიციამ სოფელ ვარდისუბანში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

46 წუთის წინ

გამოძიების ინფორმაციით, მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე, ლეგაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ რ. ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172