''112''-ის ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

''112''-ის ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

„112“-ის ხელმძღვანელებმა სტუმრებს 5 წლიანი, 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია გააცნეს. სტრატეგიაში წარმოდგენილია „112“-ის ძირითადი მიდგომები, საჭიროებები და განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „112“-ის მიერ დაგეგმილ პროექტები, საერთო ინტერესისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

1 საათის წინ

გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.მუნიციპალური ავტობუსები და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207