ბორჯღალოსნების პირველი გამარჯვება "წყნარი ოკეანის თასზე"

ბორჯღალოსნების პირველი გამარჯვება "წყნარი ოკეანის თასზე"

"ბორჯღალოსნები" ოკეანეთის ტურნეს პირველ მატჩში "წყნარი ოკეანის თასზე" ტონგას დაუპირისპირდნენ. 

შეხვედრის დასაწყისშივე ტონგოელებმა სცადეს ინიციატივის ხელში აღება. მათი შეტევის შეჩერების მცდელობისას გიორგი კვესელაძე მეტოქეს უხერხულად დაუხვდა, დაეცა, დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. შეხვედრის განახლებისთანვე ტონგოელებნა კვლავ შეუტიეს და საკმაოდ სახიფათოდაც, თუმცა ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი, ერთ მომენტში კი დავით კაჭარავამ ჩაჭრა გადაცემა და მშვენივრი პასი მისცა სოსო მათიაშვილს, რომელიც ჯერ ბურთიანად დაუსხლტა მეტოქეებს და მოედნის შუაგულამდე ავიდა, შემდეგ ფეხით ორჯერ შეაცურა ბურთი და ნახტომში თავადვე დაამიწა კიდევაც. მანვე რეალიზაციაც გამოიყენა და უკვე მე-8 წუთზე "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 7:0.

პირველი ნახევრის მე-20 წუთზე მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმით 10-მდე გაზარდა ანგარიში, შემდეგ კი მეტოქეებმა საჯარიმო დარტყმებით სამ-სამი ქულა აიღეს და ტაიმი საქართველომ 13:3 მოიგო.

მეორე ნახევრის 21 წუთზე სოსო მათიაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რასაც 31 წუთზე ტონგოელებმა ლელოთი უპასუხეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს - 16:8.

ტონგოელები შეეცადნენ მატჩის გადარჩენას და მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე,. 39 წუთის დასაწყისში მსაჯმა ბრეგვაძეს დაატოვებინა მოედანი და თითქმის მაშინვე ტონგოელებმა ლელო დადეს და გარდასახვით ანგარიში მინიმუმადე შეამცირეს. შეხვედრის ბოლო წუთზე ტონგოელემა კვლავ სცადეს შეტევა, მაგრამ ერთ მომენტში ძირს დავარდნილ ბურთთან პირველი გიორგი ბეგაძე გაჩნდა და მან ფეხით მოედნის გარეთ ბურთის გატანა მოახერხა.

ამრიგად, "ბორჟღალოსნებმა" ზაფხულის პირველ ტესტ-მატში მეტად დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 16:15 სძლიეს ტონგოელებს. ამ მოგებით საქართველომ 1,09 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა აქტივში და 75,66 ქულით მე-11 ადგილზე მყოფ იაპონელებს 0.61 ქულით ჩამორჩება.

16 ივნისს "ბორჯღალოსნები" "წყნარი ოკეანის თასის" მეორე შეხვედრაში მასპინძლებს, ფიჯელ რაგბისტებს შეხვდებიან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

საქართველოს ქალთა პირველი და მეორე და საქართველოს კაცთა მეორე ნაკრები გუნდები უდანაკარგოდ ასპარეზობენ

საქართველოს ქალთა პირველი და მეორე და საქართველოს კაცთა მეორე ნაკრები გუნდები უდანაკარგოდ ასპარეზობენ

11 საათის წინ

ქალები საქართველო1 - ნორვეგია - 4;0 საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე საქართველო2 - შვედეთი - 3,5:0,5 პირველ დაფაძე სალომე მელიამ ყაიმით დაასრულა შეხვედრა, ხოლო ინგა...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273