მიხეილ ყაველაშვილი პროექტ "ერთი ბურთი 2018" პრეზენტაციას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი პროექტ "ერთი ბურთი 2018" პრეზენტაციას დაესწრო

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი „ერთი ბურთი 2018“ პროექტის ფარგლებში თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას, ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად დაესწრო. პროექტ „ერთი ბურთის“ დაარსებიდან ეს უკვე მეხუთე ტურნეა, რომელიც 2018 ივნისის მიწურულს, „FIFA“-ს მსოფლიო თასის შეჯიბრთან ერთად დასრულდება.

„ერთი ბურთი - ერთი მსოფლიო“ ასეთი სლოგანი აქვს ამ ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ როგორც განათლების ასევე სოციალური თვალსაზრისით, ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სპორტის სახეობაა და იგი ძალიან ბევრ კომპონენტს შეიცავს. ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდის პერიოდში ურთიერთობების და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოვლენას. სწორედ ფეხბურთი აძლევს ამ საშუალებას ბავშვებს, რომ თამაშში მოხდეს ამის ინტეგრირება. ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ფეხბურთს ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხოვრების ყოფით ნაწილში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის.

„ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი საფეხბურთო ისტორიის გათვალისწინებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა!“ აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვო, თუ შესაძლებელია ფეხბურთის ფედერაციის სლოგანად - ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა! ვაქციოთ“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საერთაშორისო ტურის ფარგლებში, საქართველოში სამდღიანი ღონისძიებების ციკლი ჩატარდება, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, როგორიცაა საჯარო შეხვედრები, თბილისსა და რეგიონებში და საფეხბურთო მატჩები. პროექტი „One Ball“ 2002 წელს გერმანიაში, ქალაქ ერფურტში, ორგანიზაცია Sprit of Football-ის მიერ შეიქმნა, ხოლო თავად ბურთს პირველად გერმანიის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც აზიის (2002), ევროპის (2006), აფრიკისა (2010) და ამერიკის (2014) კონტინენტებზე იმოგზაურა და მილიონობით ხელმომწერი, ისტორია, თავგადასავალი და ემოცია შეიძინა.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ზებედა რეხვიაშვილი სტარტზევე დამარცხდა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ზებედა რეხვიაშვილი სტარტზევე დამარცხდა

1 საათის წინ

-81 კგ წონით კატეგორიაში, ზებედა რეხვიაშვილმა, პირველივე შეხვედრა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა. პლანეტის პირველობაზე, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რომელიც ამირან...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172