პრეზიდენტი: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა გადადგეს!

პრეზიდენტი: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა გადადგეს!

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "პირველებში" განაცხადა. 

"ქართული ოცნების" ადგილას, მე მივიდოდი აქციაზე და გვერდში დავუდგებოდი ზაზა სარალიძეს. როდესაც საზოგადოება არ ენდობა, რომ სამართალს იპოვის სახელმწიფოში, მაშინ პროცესები უმართავი ხდება. მითუმეტეს რომ ამ უმართავ პროცესს ხელს უწყობენ იმით, რომ ხდება საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება.

შოთაძის წასვლა არ იყო ადეკვატური? სულ სამართლებრივ თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ანუ შოთაძე იყო მთავარი პროკურორი და წავიდა... ანუ, შოთაძის ნაცვლად მოსულმა პროკურორმა უნდა გამოასწოროს... ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ იქ იყო, მაგრამ იქ არ იყო, თურმე მთავარი თემებისთვის არ მიუქცევია ყურადღება.
შოთაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ არის, შოთაძის პასუხისმგებლობაა როგორც უწყების ხელმძღვანელის, რომლის უწყებაში იყო საქმე, რომელიც აბსოლუტურად ჩამოიშალა სასამართლოში.
მეტიც, შოთაძე აკეთებდა ამ თემაზე კომენტარეს ე.ი. ჩახედული იყო ამ საქმეში და საქმე, სადაც ადამიანია მოკლული, არ არსებობს მკვლელი... ეს აბსოლუტურად კომპეტენციის და პასუხისმგებლობის თემაა, არა როგორც პოლიტიკური ფიგურის, არამედ უწყების ხელმძღვანელის.

ჟურნალისტი:უნდა დადგეს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი პრემიერმინისტრის....
პრეზიდენტი: მე არ ვიცი აქციაზე რა დიმანიკა დადგება ეს სხვა არის და მე ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილე ვერ ვიქნები
ჟურნალისტი: მესმის რომ თქვენ ვერ მოითხოვთ პრემიერის გადადგომას...
პრეზიდენტი: როგორ ვერ მოვითხოვ, რასაც მინდა იმას მოვითხოვ, უბრალოდ არ მოვითხოვ, ეს პოლიტიკური დინამიკა მიმდინარეობს მაგრამ, ჩვენ ვნახეთ ძალიან ნათელი განცხადებები ქალბატონი იუსტიციის მინისტრის გადადგომის თაობაზე...
ჟურნალისტი: დღესაც აქცია მიმდინარეობდა იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით..
პრეზიდენტი: არ არის ეს ადეკვატური? იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

ზალკალიანი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული

2 საათის წინ

მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. „რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452