ჩინეთის ეკონომიკა 24 წლიან მინიმუმამდე შემცირდა

ჩინეთის ეკონომიკა 24 წლიან მინიმუმამდე შემცირდა

ჩინეთის ეკონომიკა 2014 წელს 24 წლიან მინიმუმამდე დაეცა, დაგეგმილი მაჩვენებლები კი პირველად 16 წლის მანძილზე არ შესრულდა. 

2014 წლის ბოლოს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,4% შეადგინა და 10,4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც 1998 წლის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სამრეწველო პროდუქტების ზრდა ჩინეთში, გასულ წელს, 8,3%-მდე შემცირდა - 2013 წელს ეს მაჩვენებელი 9,7% იყო. ინვესტიციების ზრდამ 15,7% შეადგინა.

ჩინეთის ეკონომიკის შესუსტებას ეკონომისტები, მსოფლიო გლობალურ კრიზისს და სამშენებლო სექტორის პრობლემებს უკავშირებენ. კერძოდ, გასულ წელს უძრავი ქონების გაყიდვები 7,6%-ით შემცირდა.

 

 

 

ჯიპიაი ჰოლდინგმა მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

ჯიპიაი ჰოლდინგმა მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

12 საათის წინ

კახეთში ათობით ჰექტარი ვენახია დაზიანებული, გორში სოფელ შინდისში კი სეტყვამ და ქარმა ვაშლის ბაღებს მიაყენა ზიანი. კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო რეაგირება და ამ ეტაპზე მიმდინარობს დაფიქსირებული შემთხვევების ანალიზი. ჯიპიაი ჰოლდინგის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193