ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა

ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა

  • iRegions.Ge
  • 08 ივნისი, 2018
  • 14:19
  • ადმინისტრატორი

ფოთში, ფოთი გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასების სამმართველომ წარმოადგინა.

მათი განცხადებით, ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა, პროექტირების და მშენებლობის მიზნებისთვის ორ ლოტად დაიყო. პირველი ლოტი გრიგოლეთი-ქობულეთის ნაწილია, მეორე ლოტი კი რომელიც ფოთი-გრიგოლეთის ნაწილს წარმოადგენს თავის მხრივ სამ მონაკვეთად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი პატარა ფოთიდან მდინარე რიონის მთავარი კალაპოტის მარცხენა ნაპირზე ნიკორას ქარხნის მიმდებარე უბნამდეა, ახალი ხიდის მშენებლობის ჩათვლით. მეორე ეტაპი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ახალი ხიდის მიმდებარე უბნიდან მდინარე მალთაყვამდე. მესამე ეტაპი კი მდინარე მალთაყვიდან მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირამდე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება დროებით გამოყენებული ტერიტორიების რეკულტივაცია. რაც გულისხმობს: დროებითი ნაგებობების დემონტაჟს, სამშენებლო ნარჩენების გატანას, დაზიანებული უბნების პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენას. 

ამ ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი სავარაუდოდ აგვისტოს თვეში დასრულდება.

23 სექტემბერს თელავში ანსამბლი

23 სექტემბერს თელავში ანსამბლი "იალონი" კონცერტს გამართავს

21 სექტემბერი, 2018

23 სექტემბერს 16:00 საათზე თელავის სამუსიკო სკოლაში ანსამბლი ,,იალონი" კონცერტს გამართავს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ თელავის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. ​ანსამბლი ,,იალონი" 2009 წლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172