ამერიკელი ფოტოჟურნალისტი და სამხედრო ფოტოკორესპონდენტი, დევიდ დუგლას დუნკანი გარდაიცვალა

ამერიკელი ფოტოჟურნალისტი და სამხედრო ფოტოკორესპონდენტი, დევიდ დუგლას დუნკანი გარდაიცვალა

აშშ-ში, 102 წლის ასაკში, ამერიკელი ფოტოჟურნალისტი და სამხედრო ფოტოკორესპონდენტი დევიდ დუგლას დუნკანი გარდაიცვალა,-ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. 

ცნობილი ფოტოჟურნალისტი საფრანგეთის ქალაქ გრასში გარდაიცვალა.
როგორც NYT- ს აღნიშნავს, დუნკანი მე -20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფი იყო. გარდა იმისა, რომ მის მიერ მრავალი ცნობილი ფოტოსურათია გადაღებული, ის სამხედრო ფოტოჟურნალისტიც იყო. დუნკანმა მსოფლიო დონის პოპულარობა მოიპოვა, როდესაც წლების განმავლობაში მხატვარ პაბლო პიკასოს იღებდა, რომელთანაც მეგობრობდა. ის ბევრს მოგზაუბრობდა და შექმნა რეპორტაჟების სერია კრემლის, პარიზის, აზიისა და აფრიკელი ხალხის, ახლო აღმოსავლეთში ცხოვრების შესახებ.

დუნკანი 1961 წლის 23 იანვარს მუსურის შტატის ქალაქ კანზას სიტიში დაიბადა. მას ბავშვობიდან უყვარდა ფოტოგრაფია. თუმცა, არიზონას უნივერსიტეტში არქეოლოგია შეისწავლა.
სხვადასხვა წლებში დუნკანი მუშაობდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Kansas City Star- ი, Life, National Geographic- ი. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი სამხედრო ფოტოჟურნალისტი იყო. მისი რეპორტაჟებიდან ყველაზე ცნობილია- "ოკინავას ბრძოლა". ის ასევე ესწრებოდა იაპონიის კაპიტულაციის ხელმოწერას "მისურის" ბორტზე.
„ჩემი მიზანი ყოველთვის იყო მაქსიმალურად ახლოს ყოფნა და ჯარისკაცების, მეზღვაურების ან პილოტების ფოტოების გადაღება", - განაცხადა დუნკანმა 1951 წელს ინტერვიუში.
"მინდა, რომ მკითხველმა იგრძნოს ცეცხლის ქვეშ მყოფი ბიჭის ვიზუალური აღქმა და გრძნობები, მისი შიში და ტანჯვა, დაძაბულობა და დასვენება, მისი ქმედება სიკვდილის საფრთხის დროს“, - განმარტა დუნკანმა.

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

2 საათის წინ

რუსული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღებაა.ბინაში კიდევ ერთი ქართველი იმყოფებოდა, რომელმაც მისი გარდაცვალებისთანავე დატოვა ბინა. თავად კვირკველია კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212