გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი აცხადებს, რომ ტარიფმა საფრთხის წინაშე დააყენა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის (შპს "რუსთავის ფოლადი") უნაკერო მილების ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ში.

ამ ექსპორტისთვის კი ქარხანა 2 წელზე მეტი ემზადებოდა: განხორციელდა ინვესტიციები საწარმოო სიმძლავრეებში, ქარხანამ მიიღო ამერიკის ხარისხის სერტიფიკატი, დამყარდა კავშირი აშშ-ს დიდ დისტრიბუტორებთან...

მილების პირველი პარტია აშშ-ში მიმდინარე წლის აპრილში ჩავიდა და იქაური დისტრიბუტორების მკაცრი კონტროლის პროცედურა დიდი წარმატებით გაიარა. დისტრიბუტორები მზად არიან რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ათობით ათასი ტონა პროდუქცია შეუკვეთონ, მაგრამ, ახალი ტარიფების პირობებში, მილების აშშ-ში მიწოდება კომერციულ აზრს კარგავს.

რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს და რა დოზით ჩაერთვება ხელისუფლება აშშ-ს მთავრობასთან მოლაპარაკებებში? რამდენად ნეგატიურად იმოქმედებს დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება ქართულ ბაზარზე ზოგადად  და რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ?

ამ კითხვით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს რომან გოცირიძეს მივმართეთ.

პრეზიდენტ ტრამპის, 8 მარტის განკარგულების მიხედვით, შტატებში შესული ფოლადის ნაწარმზე, დაბეგვრის გადასახადი 25% -ით გაიზარდა. ეს ცვლილება შეეხო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასაც, მოგეხსენებათ, "რუსთავის ფოლადი" არის პირველი ექსპორტიორი, რომელმაც ამერიკის ბაზარზე გაიტანა ყველაზე მაღალტექნოლოგიური პროდუტი საქართველოდან.  აღნიშნულმა ცვლილებამ კი მათ პრობლემები შეუქმნა.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აშშ-მ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა,  გამონაკლისი  დაუშვას ჩვენთვის ისევე, როგორც დაუშვა  რამდენიმე  პარტნიორ ქვეყანაზე?

რომან გოცირიძე: ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ექვსი წელია ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება არ დაძრულა. როდესაც პირველად ამ ხუთი წლის წინ ობამას პრეზიდენტობის დროს ეს საკითხი დაისვა საქართველოს მხრიდან და იქედან იყო მხარდაჭერა ამ პროცესის დაწყების კუთხით, ამის შემდეგ არაფერი არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას.

პირველად ახლა, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გაკეთდა მისი მხრიდან განცხადება ისიც ერთ-ერთი სააგენტოს ვებ გვერდზე განთავსებული მისი სტატიის სახით. ეს ხელშეკრულება რომ ყოფილიყო, უფრო ადვილი იქნებოდა ჩვენი პროდუქციის შეღწევა ამერიკულ ბაზარზე.

რაც შეეხება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნაწარმს, საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გამოიყენოს ის შეღავთები, რასაც ამერიკა უწესებს სხვა სახელმწიფოებს მის ქვეყანაში ფოლადის იმპორტისას გამონაკლისის სახით.

უნდა მივაღწიოთ იმას,  რომ ეს შეღავათი აუცილებლად  გავრცელდეს საქართველოზეც.

რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საშეღავათო ტარიფი საქართველოზეც გავრცელდეს?

როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, შექმნილი სიტუაციიდან  შემდეგი გამოსავალი არსებობს: პრეზიდენტმა ტრამპმა, ტარიფის შემოღებასთან ერთად, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები ამ გადასახადისგან გაათავისუფლა…

მოლაპარაკება მიმდინარეობდა კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, არგენტინის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეისა და ევროკავშირის ქვეყნებთან.

31 მაისს მოლაპარაკებები შეწყდა და შეთანხმებას მიაღწიეს ბრაზილიის, არგენტინის, ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის ქვეყნებმა, რის საფუძველზეც არსებული ტარიფის გარეშე ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობაზე დაწესდა კვოტები.

ვერ შეთანხმდნენ კანადის, მექსიკისა და ევროკავშირის ქვეყნებთან და მათთვის ძალაში დარჩა 25 % იანი ტარიფი.

კვლავ განხილვის თემაა ევროკავშირის ქვეყნების ამ ტარიფისგან გათავისუფლების საკითხი. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მიიღონ მსგავსი შეღავათი აშშ-ს მთავრობისგან და გადასახადისგან გათავისუფლდეს საქართველოც, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი.

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172