ადა მარშანია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს

ადა მარშანია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს

საქართველოს პარლამენტის წევრი "პატრიოტთა ალიანსიდან" ადა მარშანია დროებით საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს და ფორმატის გაფართოებას ითხოვს. მისი თქმით, კომისიამ არამხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, არამედ სხვა საქმეებიც უნდა გამოიძიოს, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომისიის ფორმატი არ გაფართოვდება და ხვა საქმეების შესწავლას არ დაიწყებს, არ მიიღებენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.

"კომისიამ გამოიძიოს სხვა უმძიმესი დანაშაულებიც, რომლებიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში და განსაკუთრებულად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის და რეჟიმის დროს და მე ველოდები კომისიიდან პასუხს. ან შევთავაზებთ პარალელური კომისიის შექმნას, რომელიც ბოლოს და ბოლოს გამოიძიებს ჩვენს ქვეყანაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულებს.

მე გავაკეთე საგანგებო განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქმის 6 წლის თავზე ჩვენ მივედით ამ კომისიის შექმნამდე. აი, ეს აბსურდი დავაკანონეთ, ვგულისხმობ კომისიის შემადგენლობას. მორალი, ზნეობა, ნამუსი, სინდისი გამოვაცხადეთ სასაცილო ცნებებად და კატეგორიებად.

2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ პირველ რიგში შეეფასებინა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი სამართლებრივად, პოლიტიკურად, ზნეობრივად და დაეწყო სამართლებრივი დევნა რეჟიმის მმართველების, მან აირჩია დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია. მძიმე დანაშაულებთან ჩვენ ლამის ყოველ დღე გვაქვს უკვე საქმე. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ? რატომ დავინახეთ მხოლოდ ეს საქმე?" - განაცხადა ადა მარშანიამ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167