ქუთაისში თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისში თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისში თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის ხიდის მოაჯირების დასუფთავება და დაგრუნტვა მიმდინარეობს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ხიდზე ხის საფარი რკინის ფილებით შეიცვლება.

ასევე,მოხდება ხიდის კონსტრუქციის გამაგრება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა-რუს საქართველო" ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა დაათვალიერეს.

„თეთრი ხიდი ქუთაისის სავიზიტო ბარათია და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, ამიტომაც ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ეს მშენებლობა“- განაცხადა ქუთაისის მერმა. სატენდერო პირობების თანახმად სამუშაოები დამკვეთმა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს.

ქუთაისში ნიკა წულიკიძის იგავარაკების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი დაიდგა

ქუთაისში ნიკა წულიკიძის იგავარაკების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი დაიდგა

1 საათის წინ

14 იგავარაკის მიხედვით შექმნილ სპექტაკლში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. სპექტაკლი მარინა მარჯანიშვილის რეჟისორობით დაიდგა.

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207