სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდება

სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდება

პარლამენტში რამდენიმე წუთში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული N51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს შეხვდება.

აქამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს კომისიას, რადგან მის შემადგენლობაში უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია შედის.

"მე შეხვედრა მაქვს ბატონ ზაზასთან, მის წარმომადგენელთან. ჩვენი ამოცანა არის ია, რომ ამ კომისიამ მოფინოს ნათელი იმას, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე. ეს არის ბატონი ზაზას ინტერესი, ჩვენ გუშინაც გვქნოდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით თანამშრომლობაზე, აქედან გამომდინარე, თანამშრომლობა შედგება და ეს კომისია იქნება ინსტრუმენტი ბატონი ზაზასა და დაზარალებულების ხელში, რათა დადგენილი იქნას სიმართლე.

მე სრულიად მესმის მისი, მისი გაბრაზება ქალბატონი ბესელიას და სხვა წევრების მიმართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ არის კომისია "ქართული ოცნების" ხელში. ეს არის კომისია რომელსაც ხელმძღვანელობს ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველო", დამოუკიდებელი პოლიტიკური უმრავლესობისგან, რომელიც დღეს გვყავს ქვეყანაში", - განაცხადა კაპანაძემ.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

5 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212