"ახტალამ“ საკურორტო სეზონის გახნიდან ამ დრომდე უკვე 35 დამსვენებელი მიიღო

  • iRegions.Ge
  • 07 ივნისი, 2018
  • 09:31
  • ადმინისტრატორი

"ახტალაზე“ საკურორტო სეზონი 15 მაისს გაიხსნა და ამ დროისთვის უკვე 35 დამსვენებელი მიიღო", - განუცხადა "აიპრესს" კურორტის დირექტორმა გოგა უტიაშვილმა. მისი თქმით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია.

"ვიზიტორთა რაოდენობა კი შემცირდა, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ახალი დამსვენებლები გვყავს. 2 ჩამოვიდა ისრაელიდან, 1 უკრაინიდან, 3 რუსეთიდან, ხოლო დანარჩენი - საქართველოდანაა.“- ამბობს გოგა უტიაშვილი.

როგორც ცნობილია, კუროტი ახტალა, ელექტრონულ აუქციონზეა გატანილი და 3 755 000 ლარად იყიდება.

"აუქციონი 14 ივნისს გაიმართება. ინვესტორები უკვე დიანტერესდნენ. მე არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ რამდენიმე მათგანი ჩამოვიდა და ტერიტორია დაათვალიერა. არც ერთი მათგანი გურჯაანელი არ არის. მინდა გითხრათ, რომ ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს ბავშვთა გასართობ ადგილსა და ცენტრალურ პარკს, არ გაიყიდება. 4 ჰექტარი ფართობი აუქციონზე არ გავა. გასხვისების შემდეგ, უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ამ ადგილს, რომ არ მოხდეს დანაგვიანება და სიმშვიდე იყოს. ხალხი აქ თავისუფლად შემოვა, არ იქნება არანაირი გადასახადი.“-განაცხადა უტიაშვილმა.

ცნობისთვის, აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა "ახტალაზე" 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს.
ამასთან ერთად, ინვესტორმა არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. კურორტი პროექტის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში იყიდება. აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

"ქუთაისის კულტურულდაწესებულებათა გაერთიანებასა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

4 საათის წინ

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის მიზანია ქართული კლასიკური...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452