ნანი ბრეგვაძე: ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ

ნანი ბრეგვაძე: ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ

"ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით, ერთად გავიზარდეთ",-ამის შესახებ ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ რუსულ გამოცემა "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა. მომღერალმა რუსულ მედიასთან 5 ივნისს, მოსკოვში გამართული კონცერტის შესახებ ისაუბრა. 

„მაქვს ერთი სტილი - მუსიკა, მელოდია ... მაგრამ ჩემთვის მთავარია, დარჩეს სული და სიყვარული. კარგი ფლუიდები უნდა წამოვიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება დარბაზში - მე ყველა მიყვარს“,-აცხადებს ნანი ბრეგვაძე.

„სიკეთე ხალხსა და სახელმწიფოს შორის მშვიდობას უწყობს ხელს. ყველამ უნდა იფიქროს ამის თაობაზე. აუცილებელია, რომ ყველამ ერთად შევძლოთ, როგორც ეს ადრე იყო. ქართველებს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, ხოლო რუსებს აქვთ. არ იფიქროთ, რომ პოლიტიკაში გადავდივარ. ვსაუბრობ ადამიანურ ურთიერთობებზე, მეგობრობისა და სიყვარულის საჭიროებაზე.
ჩვენ ყველას გვიხარია, როცა რუსები საქართველოში ჩამოდიან. ჩვენმა სტუმართმოყვარეობამ საზღვრები არ იცის, მათთვის ყველაფერს ვცდილობთ! ჩვენ ვცხოვრობთ მათთვის. როდესაც რუსი სტუმრები ჩამოდიან, უფრო ბედნიერები ვხდებით. ჩვენ მტრობა არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები რუსეთისაგან თავს შორს იჭერენ და ამბობენ: "რატომ არ გვიშვებენ თავისუფლად რუსეთში? ჩვენ ხომ რუსებს ჩამოსვლაში ხელს არ ვუშლით და მათ გულღიად ვხვდებით". ჩვენ, უფროსი თაობა, მათ ვუხსნით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კარგად დახვდეთ. მთავარია ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორ კარგად ვეპყრობით რუსეთს და რუსეთის მოქალაქეებს.

ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით, ერთად გავიზარდეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ნამდვილად მინდა, რომ შეიყვაროთ საქართველო. გიწვევთ, რომ მოუსმინოთ ჩემს სიმღერას. კულტურა აერთიანებს. მე ვიცი ეს და ამიტომ ვმღერი“,-აცხადებს ინტერვიუში ნანი ბრეგვაძე. 

44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გუჯი ამაშუკელი საქართველოში პირველად ჩამოდის

44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, გუჯი ამაშუკელი საქართველოში პირველად ჩამოდის

23 სექტემბერი, 2018

ვიზიტის მიზეზი მის მიერ “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერისათვის შექმნილი ორიგინალური ჭედური ყდაა - სახელგანთქმული სკულპტორის პირველი სამუზეუმო ნაკეთობა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა. ამ ნამუშევრის პრეზენტაციაც 24 სექტემბერს, 18:00...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172