მოსკოვში ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართა

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი გაიმართა

5 ივნისს მოსკოვში ნანი ბრეგვაძემ სოლო კონცერტი გამართა. სსრკ-ს სახალხო არტისტმა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობდა, ცნობილი ჰიტები შეასრულა. 

გაზეთ "იზვესტიას" კორესპონდენტი საბჭოთა სცენის ლეგენდას შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუს სრული ვერსიიდან. 

„მაქვს ერთი სტილი - მუსიკა, მელოდია ... მაგრამ ჩემთვის მთავარია, დარჩეს სული და სიყვარული. კარგი ფლუიდები უნდა წამოვიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება დარბაზში - მე ყველა მიყვარს“,-აცხადებს ნანი ბრეგვაძე.

„სიკეთე ხალხსა და სახელმწიფოს შორის მშვიდობას უწყობს ხელს. ყველამ უნდა იფიქროს ამის თაობაზე. აუცილებელია, რომ ყველამ ერთად შევძლოთ, როგორც ეს ადრე იყო. ქართველებს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, ხოლო რუსებს აქვთ. არ იფიქროთ, რომ პოლიტიკაში გადავდივარ. ვსაუბრობ ადამიანურ ურთიერთობებზე, მეგობრობისა და სიყვარულის საჭიროებაზე.
ჩვენ ყველას გვიხარია, როცა რუსები საქართველოში ჩამოდიან. ჩვენმა სტუმართმოყვარეობამ საზღვრები არ იცის, მათთვის ყველაფერს ვცდილობთ! ჩვენ ვცხოვრობთ მათთვის. როდესაც რუსი სტუმრები ჩამოდიან, უფრო ბედნიერები ვხდებით. ჩვენ მტრობა არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები რუსეთისაგან თავს შორს იჭერენ და ამბობენ: "რატომ არ გვიშვებენ თავისუფლად რუსეთში? ჩვენ ხომ რუსებს ჩამოსვლაში ხელს არ ვუშლით და მათ გულღიად ვხვდებით". ჩვენ, უფროსი თაობა, მათ ვუხსნით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კარგად დახვდეთ. მთავარია ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორ კარგად ვეპყრობით რუსეთს და რუსეთის მოქალაქეებს.

ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით, ერთად გავიზარდეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ნამდვილად მინდა, რომ შეიყვაროთ საქართველო. გიწვევთ, რომ მოუსმინოთ ჩემს სიმღერას. კულტურა აერთიანებს. მე ვიცი ეს და ამიტომ ვმღერი“,-აცხადებს ინტერვიუში ნანი ბრეგვაძე.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის კონცერი მოსკოვში 28 მარტისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო.

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

11 ივნისი, 2018

ინფორმაციას ავრცელებს ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილიც.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212