ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ზოიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ზოიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 72კგ წონითი კატეგორიის ფინალში რამაზ ზოიძე მასპინძელ ც(ჩ)ენგიზ არსლანს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მასპინძლებთან მესამე დაპირისპირება იყო და მასპინძლებს წინა ორი დამაცხებისთვის რევანში სწყუროდათ.

თავდაპირველად მსაჯმა თურქს მისცა ქულა და რამაზი ჩოქბჯენში ჩააყენა, მაგრამ მან მოახერხა თავის დაცვა. მეორე პერიოდში უკვე რამაზს მისცეს მსაჯებმა ქულა და თურქი ჩააყენეს პარტერშო, საიდანაც რამაზმა მას ორი ქულა აართვა, დაჩენილ წუთზე ოდნავ მეტ დროში დარბაზით გამხნევებული თურქი ბევრს ეცადა, მაგრამ მხოლოდ ქულის აღება მოახერხა. რამაზ ზოიძემ გაიმარჯვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ამრიგად, გუშინ ნუგზარ წურწუმიას (55კგ) და ზვიად პატარიძის (130კგ) მოპოვებულ ოქროს მედლებს და ლერი აბულაძის (63კგ) ბრინჯაოს დღეს დავით ჩხარტიშვილმა (63კგ) ბრინჯაო და რამაზ ზოიძემ ოქროს შემატეს და კლასიკოსთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

ბრძოლა პირველობისთვის-რუსეთი და ურუგვაი პირველი ადგილის ვინაობას გამოავლენენ

ბრძოლა პირველობისთვის-რუსეთი და ურუგვაი პირველი ადგილის ვინაობას გამოავლენენ

3 საათის წინ

დღევაბდელი მატჩებიდან ყველაზე მეტად გამოსარჩევი მატჩი მასპინძელი რუსეთისა და ურუგვაის შეხვედრაა. ორივე ეს გუნდი ჯგუფის ლიდერია 6-6 ქულით, თუმცა ისინი ერთმანეთში გამართულ შეხვედრაში გამოავლენენ პირველი ადგილის ვინაობას. ბურთების უკეთესი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207